27 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"რეზოლუციის ფასი გამქრალია, უკვე რამდენი რეზოლუცია ვიხილეთ... ამას არანაირი ძალა არ აქვს" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ფასი დაეკარგა. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ამასთან, როგორ მაჭავარიანმა განაცხადა, კარგია, რომ  ევროპარლამენტში მიუკერძოებელი დეპუტატები გამოჩნდნენ, თუმცა, მისივე თქმით, "სამწუხაროდ, იქ არიან ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომელიც არიან აბსოლუტურად მიკერძოებულები":

"ძალიან კარგია, რომ ევროპარლამენტში ასეთი ევროპარლამენტარები გამოჩნდნენ ბოლო არჩევნების შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მიუკერძოებელი, საღი და ობიექტური შეფასება და ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ საქართველოს გარშემო არსებულ დებატებში, სადაც მრავლად გამოჩნდნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც აბსოლუტურად ობიექტურად აფასებენ სიტუაციას, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არიან ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომელიც არიან აბსოლუტურად მიკერძოებულები. რეზოლუციის ფასი უკვე გამქრალია, რამდენი რეზოლუცია ვიხილეთ უკვე. არანაირი ძალა არ აქვს ამას, წინა რეზოლუციის ჩანაწერებიც გვახსოვს, სადაც ბატონ კეზერაშვილს მედია მენეჯერად მოიხსენიებდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილზე დაჟინებით ამბობდნენ, რომ იგი არის პოლიტიკური დევნილი და ჩვენ იგი უნდა გავათავისუფლოთ. ბოლოს მიღებული რეზოლუცია კი საერთოდ საოცრება იყო, ისეთი ლუსტრირება მოახდინეს მათ თავიანთი თავის. ბოლო რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ ჩვენ უნდა დავიწესოთ სანქციები რუსეთს. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დახურულ კარს მიღმა იყო რაღაც საუბრები, რომელიც არ იყო მარტივი საუბრები და ეს ყველაფერი ჩვენ სპეციალურად გარეთ არ გამოგვქონდა. ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო, რაც გარეთ არ გამოვიტანეთ - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხდებოდა ამაზე დაჟინებული მოთხოვნა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ ამ რეზოლუციამ ამ ყველაფრის ლუსტრირება მოახდინა,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები