27 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცირება და იმ პოლიტიკური რეალობის სარკე და ანარეკლი, სადაც ვართ ჩვენ" - თენგიზ თევზაძე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ თევზაძე "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრობს.

მისი თქმით, "საქართველო რუსული გავლენის ქვეშ ექცევა".

"ისეთი საკითხია, რომელზეც შეფასება ღიმილის გარეშე გამიჭირდებოდა... უბრალოდ, სასაცილოდ არ გვაქვს ახლა საქმე. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცირება და იმ პოლიტიკური რეალობის სარკე და ანარეკლი, სადაც ვართ ჩვენ.

ტემპში და სწრაფად მივექანებით, რუსული გავლენის ქვეშ რომ მოვექცეთ. საქართველო მიექანება იზოლაციისკენ. ვინც არ უნდა იყოს მომდევნო პრეზიდენტი, მას არ ექნება ლეგიტიმაცია, ვინაიდან მასში მონაწილეობას და მის არჩევაში მონაწილეობას მიიღებს არალეგიტიმური პარლამენტი, ის პარლამენტი, რომელიც არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას", - აცხადებს თევზაძე.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

დღის ამბები