27 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს, გიორგი სიორიძის კომისიის წევრად ხელახლა დანიშვნის განცხადებით მიმართა

კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს მიმართა და მოითხოვა, რომ გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ხელახლა დაინიშნოს.

ოპოზიციური პარტიის განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა უკვე დააკმაყოფილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი დანიშნოს - მანამ, ვიდრე პარლამენტს უფლებამოსილების ვადა არ გაუვა.

იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის ადმინისტრაციაში თავის წარმომადგენელი ორმა პარტიამ,  "ქართულმა ოცნებამ" და"ლელომ" დანიშნა.

"საქართველოს პარლამენტის შედეგების შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოეშვა იმის უფლება, რომ დანიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი. ამ დროისთვის, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - "ქართულმა ოცნებამ" და "ლელომ" აღნიშნული უფლებით ისარგებლა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნა კომისიის წევრები.
 
უფლებამოსილ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ კომისიის წევრები დანიშნოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ასევე აქვთ იმის უფლება, რომ ნებისმიერ დროს შეცვალონ აღნიშნული კომისიის წევრები", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
დღის ამბები