07 იანვარი 2025,   00:57
ვრცლად
"ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის შესახებ საკითხი, არის სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება" - დავით კაჭარავა

საპარლამენტო უმრავლსობის დეპუტატი დავით კაჭარავა, ქვეყანაში მმდინარე ბოლო მოვლენებს, ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა. 

დავით კაჭარავამ, აქციებზე, მანამდე ჩატარებულ არჩევნებსა და ოპოზიციაზე ისაუბრა. მან დაგმო ყველა სახის ძალადობა.

დეპუტატმა, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის შესახებ საკითხი, სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უწოდა:

"ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. პირველ რიგში, რაც შეხება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის შესახებ საკითხი, ეს არის სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის მანძილზე, სამწუხაროდ ევროკავშირის მხრიდან, თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, გამოყენებულია იარაღადა იმისათვის, რომ საქართველოს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გაჩნდეს და როგორმე მოახერხონ და შეძლონ ხელისუფლების ცვლილება, უნდათ რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, რომელიც მათ დავალებას პირნათლად შეასრულებენ. ძალიან კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ამბები, მაშინ, როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერობა ეჭირა და დღესაც ერთპიროვნული ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის, მაგრამ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დიდი დაპირისპირების საბაბი იყო.

რაც შეეხება ძალადობას, ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობა მიუღებელია და აქ არ არსებობს მაგრამ, იმიტომ და ა.შ. ის, რომ წაქცეულ ადამიანს ფეხებს ურტყამენ, ის, რომ სამართალდამცველებს, რომლებიც დგანან, თავში აგურებს ურტყამენ და პიროტექნიკას სახეში ესვრიან, რა თქმა უნდა, მიუღებელია და თითოეული ქართველისთვის ამის ყურება ძალიან რთულია, ამას, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მესამე საკითხს რაც შეეხება - არჩევნებს, ბოლო ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რაზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, ეს არჩევნები პირწმინდად წააგეთ და ახლა გეტყვით რატომაც წააგეთ, ეს არჩევნები თქვენ არ წაგიგიათ არჩევნების დღეს, ეს მანამდე წააგეთ.
ჩამოგითვლით მიზეზებს თუ რატომ წააგეთ: არჩევნებამდე თვე ნახევრით ადრე, მე და ჩემი კოლეგები, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებოდით და ვუხსნიდით თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რა გზით უნდა ევლო, რა იყო პრიორიტეტი და რა გზას გაივლიდა ჩვენი ქვეყანა, არცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და არც მათი მხარდამჭერები არ შეგხვედრიან, არ უწარმოებიათ მათ წინასაარჩევნო კამპანია.

წინასაარჩევნო კამპანია კი არა საერთოდ ოფისებიც კი არ გაუხსნიათ. თქვენ და თქვენი ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყავით იმის იმედად, რომ გარედან მიღებული მესიჯები და გარედან მიღებული დახმარება მოახდენდა საქართველოში ცვლილებას და მხოლოდ ამის ხარჯზე საზოგადოება მიიღებდა გადაწყვეტილებას და ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია, კარგად გაანალიზა ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და სწორ მხარეს დაუჭირა მხარი. მოგვცა კიდევ ერთხელ მანდატი იმისთვის, რომ ოთხი წლით გავუძღვეთ ჩვენ. ახლა რაც შეეხება პუნქტებს, თუ რატომ წააგეთ ეს არჩევნები, ძალიან კარგად გვახსოვს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაპრინტული მაისურით დადიოდნენ, როგორ შეკრიბეს მათ ახალგაზრდობა გმირთა მოედანზე, დაადებინეს ფიცი და ზუსტად ილია ჭავჭავაძის სიტყვებიდან ამოიღეს - სარწმუნოება. ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ. ძალიან კარგად გვახსოვს, ვაჟა-ფშაველას დაპრინტული მაისურებით დადიოდით და მაშინ, როდესაც ყველაზე უღირსი საქციელი ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩაიდინა, თქვენ მას ტაში დაუკარით და თანამებრძოლად გაიხადეთ. ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ. 

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მიტინგზე გამოიყვანეთ ქაშვეთის წინ - ამ ადამიანმა ჩვენს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ეს არის სიბნელე. თქვენ მას ტაში დაუკარით, ფოტოები გადაიღეთ და თანამებრძოლად გაიხადეთ. თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთი საერთოდ არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახართ, ისტორია ხომ მაინც იცით, წინაპრებს მაინც ეცით პატივი. დღევანდელობაში, ამ ურთულეს პერიოდში, ამხელა ისტორია, ამხელა ბრძოლები რომ გადაიარა ჩვენმა ქვეყანამ, აქამდე მოგიტანათ ეს საქართველო და ამაში ერთ-ერთი უდიდესი როლი რომ ჩვენს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას მიუძღვის, ეს ხომ კარგად იცით? 

აი, ზუსტად ესეც არ გაპატიათ საზოგადოებამ. ეს ყველაფერი დაგროვდა, ეს ენერგია, რომელსაც დღეს ხარჯავთ, არჩევნებამდე მიგემართათ და სწორი გადაწყვეტილებები მიგეღოთ, დღეს ამ დღეში არ იქნებოდით. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჯერ შტატებში მიიწვიეს სტუმრად და მერე გააუქმეს ეს მიწვევა - ეს რომ გაგიხარდათ, ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ, რადგან ის არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და როგორც არ უნდა იყოს, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი ჩვენი ქვეყნის გარეთ არის, ის ჩვენს სახეს წარმოადგენს. 

თუ ასე გაწუხებთ ეს ევროინტეგრაცია და ბრაზდებით ამ ყველაფერზე, ეს ჩვენი შიდა აგენტურა რომ დაფრინავს ჩვენი ქვეყნის გარეთ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  უვიზო რეჟიმი შეჩერდეს, ამაზე რატომ არ ბრაზდებით? ყველა იმ გადაწყვეტილებებზე, რომ როგორმე შეაჩერონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ამაზე რატომ არ ბრაზდებით? ამ და ასეთი არასწორი გადაწყვეტილებების გამო, არასწორ მხარეს დადგომის გამო, საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ მოგვცა ხმა და თქვენ პირწმინდად წააგეთ ეს არჩევნები. ყველაზე გულსატკენია, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ დრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და დრო აჩვენებს ყველას სიმართლეს. ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენი ქვეყანა მაინც გაიმარჯვებს," - აცხადებს დავით კაჭარავა.

დღის ამბები