რუსთველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ.
ამ დროისთვის საავტომობილო გზა თავისუფალია.
მანამდე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც აქციაზე რჩებოდნენ და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოწოდებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, სპეციალურ დანიშნულების რაზმი რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდა.
აქციის მონაწილეებმა ძირითადად რუსთველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. დემონსტრაციის დაშლის პარალელურად, აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რუსთაველის მეტროს შესასვლელში დააკავეს.