ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვაში და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.
"უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს", - წერს ლანდსბერგისი.
იგივე პირების სიას აქვეყნებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც და აცხადებს, რომ ესტონეთი უკრძალავს შესვლას იმ ქართველებს, "ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს".