არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ აქციების მიმდინარეობისას შემდეგი ხარისხის დარღვევები გამოვლინდა: პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება და მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა, ძალადობის პროვოცირების მცდელობები, მშვიდობიანი შეკრებების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების უკანონობა, ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა.
ორგანიზაციების ინფორმაციით, აქციების დროს საერთო ჯამში მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მესამე სექტორი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები.
"მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტონ მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორება, პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს და შეწყვიტონ უკანონო ბრძანებების შესრულება. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული აქციის მონაწილე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი არა ადამიანური მოპყრობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, ასევე, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და დროულად გადასცენ პროკურატურას მასალები მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონის უზენაესობის ცენტრი” დირექტორი, ლონდა თოლორაია.