საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიის “ხალხის ძალა“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი “დღის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა, მისი თქმით ყველა საქმე იქნება გამოძიებული.
“პირველ რიგში, როდესაც თავდასხმა ხდება პოლიციელებზე და დაშავებულია ათობით პოლიციელი უფრო ლეგიტიმური კითხვა იქნებოდა, რატომ არ ატარებს პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს.
რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და ეს არის ერთეული შემთხვევები, ყველა საქმე იქნება გამოძიებული.
როდესაც პირდაპირ მიდის მოწოდებები, რომ საჭიროა ე.წ საკრალური მსხვერპლი, როდესაც ცდილობენ რომ ეს საკრალური მსხვერპლი იყოს ბავშვი და ცდილობენ, 10-12 და 14 წლის ბავშვები ჩაერთონ პროცესში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი სკოლებში ბავშვებს მოუწოდებს, რომ გავიდნენ აქციებზე ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი პირდაპირ წირავს ბავშვებს. ამ ადამიანმა ემიგრაციაში გვარი კი შეინარჩუნა, მაგრამ სულით გადაგვარებული და გადაჯიშებული არსებაა, რომლისთვისაც საქართველო სამშობლო არ არის,“- აცხადებს სოზარ სუბარი.