05 დეკემბერი 2024,   08:16
ვრცლად
"მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება" - ანიტა ჰიპერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული", - წერს სოციალურ ქსელში ჰიპერი.

X-ზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური უწყების მთავარი პრესსპიკერის გამოქვეყნებული განცხადება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ""ფეისბუქის"" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დღის ამბები