რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულად ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილე ცდილობდა სამართალდამცავთან კომუნიკაციაში შესვლას, რამაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა. რაც შეეხება სპეცრაზმს, ტერიტორია მათ დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს.
აქციის მონაწილეები საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებთან, ისმოდა შეძახილები. სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა 1 ადამიანი დააკავეს ან განარიდეს ტერიტორიას.
აქციის მონაწილეები რჩებიან ჭიჭინაძის ქუჩაზე. მათ ამჯერად პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ.