05 დეკემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"დაიტოვეს" დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ტექნიკა ამოიღო - ილია ღლონტი არ დაუკავებიათ

დიღმის მასივში, "ფეისბუქ" ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ილია ღლონტის ბინაში ჩხრეკა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღლონტი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ტექნიკა ამოიღეს.

თავად ილია ღლონტი განმარტავს, რომ მის სახლში სამართალდამცველები ორი მუხლის საფუძველზე შევიდნენ - ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და არეულობისკენ მოწოდება.

ილია ღლონტი კი მიიჩნევს, რომ მის სახლში ჩხრეკა მის პოლიტიკურ აქტივიზმს უკავშირდება.

"ეს არის ცალსახად დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ - დღეს თუ თქვენ ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება ყველაფერი, როგორც ჩემს მიმართ. ამოიღეს ტექნიკა - ჩემი პირადი მობილური და ლეპტოპი," - აცხადებს ილია ღლონტი.

 

დღის ამბები