ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.78 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8746 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.58 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0252 ლარს შეადგენდა.
3.61 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6077 ლარი გახდა.