05 დეკემბერი 2024,   03:12
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები აღარ გაიმართება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიური რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, მისმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს.

"ქართული ოცნების" ლიდერებთან სატელევიზიო დებატებზე აღარც თინა ხიდაშელი მიდის.

"პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად, რა და როგორ მიმაჩნია სწორედ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა," - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

დღეს, 22:00 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რომელშიც ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ "ქართული ოცნების" ყოფილ მინისტრებს, თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები