05 დეკემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"კოალიცია ცვლილებებისთვის" კიდევ ერთ ოფისში, ბესიკის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" კიდევ ერთ ოფისში, ბესიკის ქუჩაზე, უკვე ერთ საათზე მეტია სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

პარალელურად, ჩხრეკა ტარდება გვერდით მდებარე შენობაშიც, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმდინარე ჩხრეკას დაპირისპირების გაგრძელებად აფასებს.

"ჩვენი ოფისის სართულზე იყვნენ ამოსულები. ახლა არიან რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში. გრძელდება ეს დაპირისპირება. მოსულები არიან ნაწილ-ნაწილ, შენობაში, თუმცა სხვა სართულებზე არიან. ჩვენი კონკრეტული სართული რომელიც არის, ამ წუთას, იქ არ იმყოფებიან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები