"ამოვიღეთ პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა და ერთმანეთს შევადარეთ წლევანდელი წლის 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით და შევადარეთ შარშანდელი წლის 1-27 ნოემბერს. რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? - 90%-ით, პრაქტიკულად არის გაორმაგებული პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამოიღეს სტატისტიკა, რომელიც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს შედარდა და პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი წელს, 1-დან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გაორმაგებულია. მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როდესაც, აქციები ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო.
"რეალურად, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, ჩვენი გათვლებით, ეს იყო დაგეგმილი დეკემბრის თვისთვის. თქვენ იცით, რომ მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. ამოვიღეთ პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა და ერთმანეთს შევადარეთ წლევანდელი წლის 1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით (27 ნოემბრამდე პროტესტი არ არსებობდა) და შევადარეთ შარშანდელი წლის 1-27 ნოემბერს. რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? - 90%-ით, პრაქტიკულად არის გაორმაგებული პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ეს უხეში, სისტემური ძალადობა, რაც ხორციელდება, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ იყო წინასწარ დაგეგმილი. ასევე, დღეს ნახეთ, როდესაც შესაბამის უწყებები შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება და უფრო მეტიც, ვიდრე დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას, და კვლავაც განაგრძობდნენ ამ პიროტექნიკის შეძენას. ამით, რეალურად, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან, დგას მთლიანად პარტიული რესურსი.
ცნობილი ჯგუფი არსებობს დაიტოვე, რომელიც არის ვითომ გულწრფელი, ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი ნაციონალი, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე სააკაშვილს და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის მთლიანად პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს ხელისგულზე,“ - აცხადებს პრემიერ მინისტრი.