26 დეკემბერი 2024,   13:59
ვრცლად
რა ვითარებაა პარლამენტთან - ბოლო ცნობები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები, პერიოდულად ისმის შეძახილები, სასტვენების ხმა. აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ისევ რჩება პარლამენტთან არსებულ რკინის ბარიკადებთან, რომელზეც აბრახუნებენ. ასევე, მომიტინგეები იყენებენ ლაზერებს, რომელსაც ანათებენ პარლამენტის შენობას. პიროტექნიკის გამოყენებას დღევანდელ აქციაზე ადგილი არ დრომდე არ ჰქონია. დაახლოებით 2-3-ჯერ გაისმა პიროტექნიკის აფეთქების ხმა, თუმცა არა საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით.

პარალელურად, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რომლებიც იკავებენ თავიანთ პოზიციებს. ინციდენტებს აქციაზე ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დამატებითი ზომების გატარება არ გამხდარა საჭირო.

დღის ამბები