26 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, თუმცა ადგილზე არ იმყოფება სპეცრაზმი

რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, განთავსებულია წყლის ჭავლის 3 მანქანა, ასევე, სახანძრო მანქანა. ადგილზე არ იმყოფება სპეცრაზმი.

რაც შეეხება საპროტესტო აქციაზე არსებულ ვითარებას, სიტუაცია მშვიდია, პერიოდულად ისმის შეძახილები, ასევე, მომიტინგეები იყენებენ ლაზერებს, რომელსაც ანათებენ პარლამენტის შენობას. დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი ასევე აბრახუნებს პარლამენტთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე.

დღის ამბები