26 დეკემბერი 2024,   14:10
ვრცლად
ზურაბიშვილი ჟურნალისტების მიმართ ბულინგზე: თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს. უნდა მიიღო, უნდა მოინელო

"თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს. უნდა მიიღო, უნდა მოინელო," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ჟურნალისტების მიმართ არსებულ ბულინგთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თანამდებობაზე მყოფი პირი ვალდებულია ბულინგს ყურადღება არ მიაქციოს. მისი განცხადებით, თავადაც ხშირად მოუსმენია ბულინგის შემცველი სიტყვები.

"თუ ბულინგზე ვილაპარაკებთ, ყველას აქვს რაღაც მოთმინების ვალდებულება. მე მგონი, რომ ჩემზე რაც ითქვა ბოლო 13 წლის განმავლობაში, ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი იქნა დაწერილი, ყველაფერი იქნა ნათქვამი სხვადასხვა არხებზე და მეტიც, რაც მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ა.შ.

მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერი არის... მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო, ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა. იმის თქმა მინდა, რომ ბულინგის, თუ ხარ თანამდებობაზე, არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ის ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო, იმიტომ რომ ეს არ არის მთავარი. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი ყველას ვალდებულება, ვინც ვართ თანამდებობებზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები