18 იანვარი 2025,   01:01
ვრცლად
აშშ-ში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო - არსებობს ცუნამის საფრთხე

აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. რეგიონში ცუნამის საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუმბოლდტის ოლქში, ფერნდელის მახლობლად მდებარეობდა.

ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება, კალიფორნიისა და ორეგონის სანაპირო რაიონებზე, სან-ფრანცისკოს ჩათვლით გამოიცა.

დღის ამბები