18 იანვარი 2025,   02:08
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს მომიტინგეების გარკვეული ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა

საპროტესტო აქციაზე, "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მისამართით, მომიტინგეების გარკვეული ნაწილი აგრესიით გამოირჩევა და გარკვეულწილად, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის. 

ირაკლი წულაია, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" მხარდამჭერია, რასაც, "რუსთავი 2"-თან საუბრისას, პარტიის პრესსამსახურიც ადასტურებს.

აქციის რამდენიმე მონაწილე "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში უვარდება, ოპერატორს და ჟურნალისტს ლაზერს ანათებს და ისმის შეურაცხმყოფელი სიტყვები მათი მისამართით.

დღის ამბები