პროტესტის მერვე ღამე რუსთაველის გამზირზე - დემონსტრანტები ღამის 4 საათისთვის დაიშალნენ. რის შემდეგაც ტერიტორიაზე მუშაობა დასუფთავების სამსახურმა დაიწყო.
საგზაო მოძრაობა დედაქალაქის ცენტრში საღამოს 7 საათიდან იყო შეზღუდული. ტრადიციულად, სწორედ ამ დროს დაიწყეს აქციის მონაწილეებმა შეკრება პარლამენტის მიმდებარედ.
წინა ღამის მსგავსად, საპროტესტო გამოსვლამ ამჯერადაც, შედარებით, მშვიდად ჩაიარა. მომიტინგეების ნაწილს დანთებული ჰქონდა კოცონი; მეორე ნაწილი კი პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პერიოდულად აბრახუნებდა, ისროდნენ ქვებს და პიროტექნიკას.
თავისუფლების მოედანზე მობილიზებული იყო საპოლიციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სპეც ტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები, თუმცა სამართალდამცველებს ისინი ar გამოუყენებიათ.