26 დეკემბერი 2024,   14:19
ვრცლად
მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

ენერგეტიკული კრიზისი მოლდოვაში, რის გამოც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.

შესაბამისი ინიციატივით დორინ რეჩანი პარლამენტს სპეციალური განცხადებით მიმართავს.

მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია, რათა მოხდეს ენერგომომარაგების შეფერხების რისკების მართვა. ენერგოსექტორში არსებული ვითარების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა ენერგეტიკის მინისტრი. არ არის გამორიცხული, შექმნილ ვითარებას კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის პოსტი შეეწიროს.

მოლდოვა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს რუსეთიდან უკრაინის გავლით, თუმცა კიევმა უკვე განაცხადა, რომ მომავალი წლიდან არ გააგრძელებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის შეთანხმებას.

მოლდოვაში თვლიან, რომ თუ კიევი ტრანზიტს შეაჩერებს, გაზის მიღებას ალტერნატიული გზებით შეძლებენ.

დღის ამბები