ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა. ლიცენზია მიიღო "მიკრობიზნეს კაპიტალმა", რომელიც მანამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირებდა და მცირე მეწარმეებს აფინანსებდა.
მიკრობანკი მცირე ბიზნესის დაფინანსებას გააგრძელებს და ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჯერ ეს ერთი იმ მიკროსაფინანსოებისთვის, ვინც არის მსურველი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს, უფრო მეტი დაფინანსება მოიზიდოს, მეორეს მხრივ- არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრობიზნესზე, მოემსახურონ ძირითადად მცირე მსესხებლებს, მიკრობიზნესს, და კონკურენციაც გაიზარდოს საბანკო სექტორში", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.