26 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ბუნებრივია, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ დაუფარავად მიმართული ქმედებები მკაცრადაა აღკვეთილი და ეს ასეც გაგრძელდება - შალვა პაპუაშვილი აქციების შესახებ

"არაერთგზის ბრალდების მიუხედავად, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

"არაერთგზის ბრალდების მიუხედავად, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველაფერი, თითოეული წამი, რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი. პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც, წაქეზებით თუ ორგანიზებით, აგრესიული ჯგუფები იწყებენ პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას. ბუნებრივია, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ დაუფარავად მიმართული ეს ქმედებები მკაცრადაა აღკვეთილი და ეს ასეც გაგრძელდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს აქციების მიმდინარეობას და თავად ხედავდა, თუ რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები.

"ხედავდა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე იწყებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ქვების და პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობის დაზიანება. პოლიცია მრავალჯერადად აფრთხილებდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, თუმცა ვხედავდით, რომ არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღეკვეთათ. პირიქით, ქვების, მოლოტოვის კოქტეილების, პიროტექნიკის ადამიანებისთვის სროლა, ოპოზიციის კუთვნილმა მედიებმა, სანახაობადაც კი აქციეს, პროტესტის დანარჩენი მონაწილეები კი პირიქითამხნევებდნენ მოძალადეებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ რომ იყო წინასწარ ორგანიზებული, ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან.

"საზოგადოებამ ისიც ნახა, რომ როგორც კი მოხდა ამ მასალების ამოღება და ძალადობის ორგანიზატორების დაკავება, პროტესტი იმავე დღეს იქცა მშვიდობიანად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები