26 დეკემბერი 2024,   14:34
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც ზოგიერთი შიგნით თუ გარეთ, რომლებსაც სურთ, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ - შალვა პაპუაშვილი

"სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც ზოგიერთი შიგნით თუ გარეთ, რომლებსაც სურთ, ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ როდესაც კრიზისია და ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ეუთო/ოდირის დასკვნას, მაშინ როდესაც 2020 წელს სალომე ზურაბიშვილი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდა. რას ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან ორ იდენტურ ამბავზე ორი განსხვავებული პოზიცია, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს ის ხაზია, რომელსაც ხელისუფლება წლებია აკვირდება, რომ "მნიშვნელობა აქვს, არა სიმართლეს, არამედ იმას, თუ რა უნდა ამა თუ იმ რადიკალურ ჯგუფს".

"ქალბატონი სალომე, ისევე როგორც ზოგიერთი შიგნით თუ გარეთ, რომლებსაც სურთ, ქართველ ხალხს თავისი არჩევანი წაართვან, ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, მისი წერილობითი დასკვნით, არჩევნების მეორე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ზეპირად გაცხადებული პოზიციით და შემდეგ უკვე წერილობითი მომართვით საქართველოს პარლამენტისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა თავის დასკვნას, რომ არჩევნები შედგა, ის იყო კონკურენტული და ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ქალბატონი სალომე, ისევე როგორც სხვა შიდა თუ გარე აქტორები ტყუილში ასევე ამხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც ვნახეთ, რომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობენ, ჩაეშალათ ეს არჩევნები. ვხედავთ მათ გაწბილებას, რომ მოსამართლეები, რომლებიც ეგონა, რომ მისი ყველა პოზიციის გამზიარებელი იქნებოდნენ, იმ ერთმა მოსამართლემაც მხარი არ დაუჭირა მის სარჩელს, ასე რომ ყველაფერი ნათელია. მხილებულია ყველა ის ტყუილი, რომელიც ჩვენ, როგორც 2020 წელს, აი, ახლაც, 2024 წელს დეჟავიუსავით ვიხილეთ იგივე აქტორების მხრიდან, იგივე პარტიები, იგივე "ენჯეოები", მიემატათ მათ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ტყუილის შინაარსი და ანატომია არ შეიცვალა, ისევე როგორც მხილების ანატომიაც. ამჯერადაც ეუთო/ოდირმა ამხილა ისინი ტყუილში, ამჯერადაც სასამართლომ ამხილა ისინი ტყუილში", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები