26 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
თუ ვიღაცა მართლა ფიქრობს, რომ მაშხალების სროლა პოლიციელებისთვის არის მშვიდობიანი აქცია, ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი მშვიდობიანი აქციები ჰქონდეთ ყოველდღე საკუთარ ქვეყანაში - შალვა პაპუაშვილი

თუკი ვიღაცა მართლა ფიქრობს, რომ მაშხალების სროლა პოლიციელებისთვის, ქვების სროლა პოლიციელებისთვის, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის - ეს არის მშვიდობიანი აქცია, ყველა ამ ადამიანს ვუსურვებ, რომ ასეთი მშვიდობიანი აქციები ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ ქვეყანაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის განცხადებების საპასუხოდ, რომლებმაც თბილისში მიმდინარე აქციებს მშვიდობიანი უწოდეს.

"უბრალოდ სირცხვილია, როდესაც მშვიდობიანად აფასებ, მშვიდობიან აქციას უწოდებ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას და მაშხალებით არტილერიული ცეცხლის გახსნას პოლიციისთვის. სამარცხვინოა უბრალოდ, როდესაც ამას უწოდებ მშვიდობიანს და პირიქით, ზუსტად ის უცხოელი აქტორები, რომ დუმდნენ ამ დროს და არ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს თუ ორგანიზატორებს, რომ მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ, ისინი ამით ახალისებდნენ ძალადობას. სინამდვილეში, ყოველი მეორე დღე ძალადობისა წახალისებული იყო იმ სიჩუმით, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ევროპელი თუ სხვა პოლიტიკოსებისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები