26 დეკემბერი 2024,   14:11
ვრცლად
თამარ ლილუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები; 2028 წელს, საქართველოს ექნება წევრობისთვის საჭირო პირობების 90% შესრულებული და ჩვენ განვაახლებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, უნგრეთის ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. ელჩის თქმით, საქართველომ 1999 წელს განაცხადა პირველად, რომ ევროპაა და მისი ადგილი ევროპაშია და მას შემდეგ, საქართველო მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.

"რეალობა ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო, რათა მოთხოვნების მიხედვით, შევძლოთ დავასრულოთ ყველა რეფორმა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სრულად ვიყოთ მზად, შევუერთდეთ ევროკავშირს. ახლა ისე, როგორც არასდროს, საქართველოს აქვს სურვილი, მიიღონ ევროპულ ოჯახში და ვიმედოვნებთ, რომ ამას შევძლებთ 2030 წლისთვის. ახლა კი გვინდა, ვიმუშაოთ გაწევრიანების რეალურ მზადყოფნაზე. 2028 წელს, საქართველოს ექნება წევრობისთვის საჭირო პირობების 90% შესრულებული და ჩვენ განვაახლებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს",- განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

საქართველოს ელჩი განმარტავს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან ამოიღეს და ოპოზიციამ დემონსტრანტებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენა.

"არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს განცხადებას და ალბათ ამან გამოიწვია ეს ძალადობრივი დემონსტრაციები. რა თქმა უნდა, არ ვარ ექსპერტი, მაგრამ რასაც გავეცანი, ეს სცენარი უკრაინაში მაიდანზე განვითარებული მოვლენების მსგავსია, იგივე ტაქტიკის გამოყენებით ხდება იგივე, რაც უკრაინაში მოხდა. „საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები. ეს ნაბიჯი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ევროპის ერთიან ბაზარზე ჰქონდეს წვდომა, რაც ეკონომიკას გაზრდის, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს და საუკეთესო პირობებს შეუქმნის მოქალაქეებს. ამავდროულად, საქართველოც ბევრს შემატებს ევროპას თავისი სტრატეგიული მდებარეობით, რაც ასეთ არასტაბილურ სამყაროში ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ლილუაშვილი.

დღის ამბები