საქალაქო სასამართლო ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გუშინ დღის ბოლოს დამატებით სამედიცინო კვლევებზე დროებით "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს. ელისაშვილს გამოძიება "ქართული ოცნების" წევრის, ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ადანაშაულებს.
"ქართული ოცნების" წევრი ალი ბაბაევი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი მას პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურად გაუსწორდა.
"ვუთხარი რა გაყვირებს, არ გრცხვენია-მეთქი? და უფრო აქტიურად დაიწყო აგრესია. ახლოს მოვიდა, შემეხო სამჯერ-ოთხჯერ დამარტყ, ჯერ მუშტი და მერე ფეხი, შემდეგ წავიქეცი. სასწრაფო ოპერატიულად მოვიდა და წამიყვანეს", - აცხადებს ბაბაევი.