26 დეკემბერი 2024,   14:16
ვრცლად
დღეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ხელში, ჩვენ ვართ მათი მსახურნი, მათი თანამებრძოლნი ამ დიდ საერთო ბრძოლაში - თინა ბოკუჩავა აქციების შესახებ

მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს - "მთავარია, კიდევ უფრო მეტად მიაწვეთ. მთავარია არ მოვეშვათ. ეს არის ზვავის დასაწყისი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამთავრობო შენობები, რომლებშიც ახლა თვითგამოცხადებული პირები სხედან, ხალხმა საკუთარი დაცვის ქვეშ უნდა აიყვანოს, აღადგინოს წესრიგი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახალი არჩევნები ჩაატაროს.

სააკაშვილის განცხადებას მოჰყვა გამოხმაურება ოპოზიციაში - ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დღეს ყველაფერი ქართველი ხალხის და ახალგაზრდების ხელშია.

"დღეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ხელში. ასევე ის, რასაც ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღევანდელ პოლიტიკურ სასამართლო სხდომაზე არის ის, რომ ახლა აღარ არსებობს არანაირი პოლიტიკური გამყოფი ხაზები, არც პოლიტიკური პარტიებია ზეაქტუალური და არც ერთეული პოლიტიკოსები. საზოგადოება, ხალხი და ჩვენ ვართ მათი მსახურნი, მათი თანამებრძოლნი ამ დიდ საერთო ბრძოლაში", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები