26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
პრაქტიკულად სფერო არ დატოვეს, სადაც არ სცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი ჩამოეშალათ თავზე, საქართველოში "ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა - პრემიერი

"პრაქტიკულად სფერო არ დატოვეს, სადაც არ სცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი ჩამოეშალათ თავზე, საქართველოში "ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაცმაიდანი" საქართველოში არ შედგა და ვერც ვერანაირად ვერ შედგება.

"ასეთი სარდალი რომ ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას ამიტომ არიან წარმატებულები. რეალურად ყველაფერი არის დასრულებული როგორც ხედავთ, "ნაცმაიდანი" საქართველოში არ შედგა და ვერც ვერანაირად ვერ შედგება.

რატომ არიან ისინი ჯერ კიდევ მცდელობების რეჟიმში - ამდენი წლის განმავლობაში იდებოდა რესურსი, მათ შორის ფინანსური, საქართველოში მაიდნის მოწყობაში, ამდენი ტრენინგი ჩატარდა, შევიდნენ ყველგან ამ ლიბერალური ფაშიზმით - კულტურის და განათლების, ყველგან შევიდნენ. პრაქტიკულად სფერო არ დატოვეს, სადაც არ სცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი ჩამოეშალათ თავზე. შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავის დაიმშვიდონ, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები