26 დეკემბერი 2024,   14:28
ვრცლად
"გახსენით მოლაპარაკებები" - მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირისთვის პეტიციას ამზადებს

"გახსენით მოლაპარაკებები" - ამ მოთხოვნით მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირისთვის პეტიციას ავსებს. მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან. პეტიციაში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზეც.

ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნაა, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაუხსნას.

"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელთაც ჩვენი არჩევანი 26-ს ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად - მივმართავთ ევროკავშირს - გახსენით მოლაპარაკებები" - წერია პეტიციაშ

დღის ამბები