ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის საქმეზე დაკავებულების ნაწილი, ამ დროისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ სახლში, მაშინ აიყვანეს, როდესაც ის საჭმლის გამოძახებას აპირებდა.
"ძალადობა, პოლიციელზე თავდასხმა, ნივთების დაზიანება - ბევრი რაღაც არის 225-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ. სახლიდან აიყვანეს, როგორც თვითონ მესაუბრა. გუშინდელი დღიდან სახლთან დგანან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და უთვალთვალებდნენ, როგორც ჩანს. დღეს დილას, საჭმლის გამოძახებას აპირებდა და სახლიდან რომ გავიდა არ გაუშვეს, შეიყვანეს უკან სახლში და დააკავეს. ამ ეტაპზე რაც ვიცი ტელეფონი არის ამოღებული, თვითონ სამართლებრივად ვერ საუბრობს ჩხრეკა ჩხრეკა თუ პირადი ჩხრეკა და საქმის მასალებს როდესაც ავიღებთ ყველაფერი დეტალურად გვეცოდინება. დაკავებულია დღეს დილით, სავარაუდოდ ბრალის წაყენებისთვის დღევანდელი და ხვალინდელი დღე მთლიანად ექნება ბრალდების მხარეს, ბრალის წარდგენა და მასალების გადმოცემა, სავარაუდოდ, ხვალ შედგება", - განაცხადა უფლებადამცველმა.