26 დეკემბერი 2024,   14:08
ვრცლად
"ალი ბაბაევის ინციდენტთან დაკავშირებით მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება, როგორც ამორალური" - ირაკლი კობახიძე

"ალი ბაბაევის ინციდენტის გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე, მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება, როგორც მორიგი ამორალური ქმედება," - ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი რეციდივი ალეკო ელისაშვილის მხრიდან.

"ნახეთ ალბათ, ვიდეოკადრებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირაა ასახული ამ ვიდეოკადრებზე ეს ინციდენტი. გარდა ამისა, იცით, რომ ეს არის ერთგვარი რეციდივი ელისაშვილის მხრიდან, ის არის ყველაფრის მკადრებელი. არ ვიცი, დანარჩენ შეფასებაში არ მინდა შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო მისი ქმედება, როგორც მორიგი ამორალური ქმედება," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები