ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, საბა ბირკაიას სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოხდა. მას სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე დაწყებული პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა. სასამართლოში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და აქტივისტები.