26 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
კრემლი ამერიკასა და მის მოკავშირეებს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის

კრემლი ამერიკასა და მის მოკავშირეებს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის - თუ დასავლეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, რუსეთი ნებისმიერი სცენარისთვის იქნება მზად. მოსკოვის პოზიცია სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტთან კარლსონ ტაკერთან გაახმოვანა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთ საფუძვლად ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკისა და ევროპის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას ასახელებს - უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გადაცემით, დასავლეთს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დაწყების წინ, შეუძლია უკრაინისთვის სამართლიანობაზე დაფუძნებული მყარი გარანტიები უზრუნველყონ.

ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი ბრიუსელში ნატოს სამიტზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიტანა. ანდრეი სიბიგა ამბობს, რომ უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ალიანსში გაწევრიანების პირობებშია შესაძლებელი, თუმცა "როიტერი" წერს, რომ ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს შორის უკრაინის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსი ამ დრომდე არ არსებობს.

ომის მსვლელობის მესამე წელს, უკრაინაში ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებები არ წყდება. ოკუპანტის საჯარისო ნაწილები ამ დრომდე უკრაინის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე საბრძოლო მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები