26 დეკემბერი 2024,   14:07
ვრცლად
რუსეთის საბანკო სანქციების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg

ევროკავშირი შეერთებულ შტატებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ გამოიკვლიონ აშშ-ის სანქციების შემსუბუქების გზები რუსული "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებაში. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დისკუსიები გრძელდება მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა მოთხოვნა, რომლის შემდეგაც უცხოელ მყიდველებს რუსული გაზის ყიდვა აღნიშნული ბანკის გარეშეც შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს აშშ-ის შეზღუდვების გავლენის თავიდან აცილებას.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი და აშშ სანქციების შემსუბუქების ტიპს და მასშტაბის საკითხებს მას შემდეგ განიხილავენ, რაც ზოგიერთმა ევროპულმა მთავრობამ და კომპანიამ განაცხადეს, რომ სანქციები რეგიონში გაზით მომარაგების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

გავლენიანი მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში განხილული ვარიანტები მოიცავს ლუქსემბურგში დაფუძნებული "გაზპრომბანკის" შვილობილი კომპანიის მეშვეობით გადახდების ლეგალურად განხორციელების შესაძლებლობას, ან უკეთესი გადახდის სხვა არხების გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ "გაზპრომბანკთან" დაკავშირებულმა განკარგულებამ ევროპის გაზის ბაზრის დამშვიდებას შეუწყო ხელი, პუტინის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაართულა გადახდის სისტემა, რამაც ფინანსური ინსტიტუტები კვლავ გადახდის სამართლებრივი რისკების წინაშე დატოვა.

დღის ამბები