რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ადგილზე იყო ხმაური, დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ, მათ ასევე პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები შეყარეს, რასაც სასტვენის ხმაც მოჰყვა.
დემონსტრანტების ამ ქმედებას საპოლიციო ძალების მხრიდან საპასუხო რეაგირება არ მოჰყოლია. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
ტერიტორიაზე არ იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე არ არის არც წყლის ჭავლის მანქანა.