ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა დეკემბერში საქართველოში ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიდერები საქართველოში ვიზიტს პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განიხილავენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ამასთან, ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გმობენ ქართველი მომიტინგეების დარბევას, რომლებიც არ ეთანხმებიან მთავრობის გადაწყვეტილებებს.