26 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე სპეცტექნიკაა მობილიზებული - პარლამენტთან გამოჩნდა სპეცრაზმი

თავისუფლების მოედანზე სპეცტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა სპეცრაზმი გამოყვანილი არ არის.

ტექნიკა მოედანზე მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს.

ამ წუთებში, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოჩნდა, ისინი პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩას კეტავენ. სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც. 

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

დღის ამბები