26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
საპროტესტო აქცია დასასრულს მიუახლოვდა - აქციის მონაწილეები სახლებში წასვლას გეგმავენ

საპროტესტო აქცია დასასრულს მიუახლოვდა. აქციის მონაწილეები რუსთველის გამზირიდან, მსვლელობით მივიდნენ გმირთა მოედანზე, რის შემდეგაც გადაინაცვლეს სპორტის სასახლესთან და, პეკინის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავიდნენ.

მსვლელობაში ძალიან მცირე ჯგუფი იღებს მონაწილეობას. აქციის მონაწილეების მხრიდან გაჟღერდა, რომ შესაძლოა, დაიშალონ და სახლებში წავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქციის დაშლის პროცესში, დააკავეს რამდენიმე პირი.

დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში  2028 წლამდე არ დააყენებს.

 

დღის ამბები