26 დეკემბერი 2024,   14:24
ვრცლად
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა

პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ძალიან ვწუხვარ და მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ალბათ შოკში ჩავარდნენ. არ გავექცევი იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მეორე მცდელობა აღარ იქნება.

 

დღის ამბები