7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.
დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.