"ინდივიდუალური სანქციები და სავიზო შეჩერებები, რაც მალე იქნება უკეთესია, მაგრამ საფრთხე არის გაცილებით დიდი, რომ მთლიანად დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან," - ამის შესახებ "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესებში პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
ინდივიდუალური სანქციები და სავიზო შეჩერებები, რაც მალე იქნება უკეთესია, მაგრამ საფრთხე არის გაცილებით დიდი, რომ მთლიანად დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რაშიც ასპროცენტიანი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ქმედებები, მისი პერსონალური დამოკიდებულება საქართველოსთან, დემოკრატიასთან, კანონთან მიმართებაში არის იმის საწყისი, რის გამოც ევროპელი პარტნიორები ამას განიხილავენ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ: "საქართველოს
სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია." ამასთან აღნიშნულია, რომ: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად." ევროკომისიის ანგარიშში, ასევე, ჩამოთვლილია ის მითითებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.