26 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
რუსთაველის გამზირი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული მსვლელობა რუსთაველის გამზირზე არსებულ მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად პიროტექნიკა გამოიყენა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მეათე დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.

დღის ამბები