26 დეკემბერი 2024,   14:16
ვრცლად
სანქციები პარტნიორების მხრიდან, დაუმორჩილებლობა, დაკავებულების გათავისუფლება და არჩევნები - ბარიერგადალახული პარტიების მოთხოვნა და მმართველი გუნდის პასუხი

პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესება, ბარიერგადალახული პარტიების ერთადერთი მოთხოვნა არ არის. მმართველი გუნდის ოპონენტები აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციის გეგმები, მმართველ გუნდში დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპონენტებს, ერთადერთი, რაც შედარებით წარმატებით გამოსდით, ბულინგის კამპანიაა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების მთავარი სურვილი ისევ უცვლელია და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციაში აქცენტს აკეთებენ, საყოველთაო დაუმორჩილებლობაა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები ბოლოდროინდელი მოწოდებებით ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ და მათი ხელწერა უცვლელი რჩევა.

საპროტესტო აქციები თბილისში მეათე დღეა მიმდინარეობს.

დღის ამბები