26 დეკემბერი 2024,   14:04
ვრცლად
დღევანდელი საპროტესტო აქცია ამ დრომდე მშვიდობიან ვითარებაში გრძელდება - ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მსვლელობა გამართეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო ლიდერებმა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო ლიდერები შეუერთდნენ.

ისინი მსვლელობით მივიდნენ 9 აპრილის ქუჩაზე განლაგებულ საპოლიციო ძალებთან, რითაც ერთგვარი სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დაშავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

 

დღის ამბები