26 დეკემბერი 2024,   14:14
ვრცლად
"ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს თავს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ

"ტვ პირველის" ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. ოპერატორს თავი აქვს გატეხილი. 

ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.

"რუსთავი 2" გმობს ძალადობას და ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.

დღის ამბები