26 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
თავდასხმის შედეგად დაზარალებული "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებსაც თავს დაუდგენელი ნიღბიანი პირები დაესხნენ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ისინი ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არიან. მათ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებათ.

კლინიკაში იმყოფებიან "ტვ პირველის" თანამშრომლები, რომლებიც მომხდარს გმობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები