"ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია ესე უბრალოდ და ვგმობ კი არა, არის ამორალური და არის ამაზრზენი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პირები, რომლებიც "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, არც პოლიციის, არც სპეცსამსახურის ან სპეცრაზმის და არც "ქართული ოცნების" აქტივის წარმომადგენლები არ არიან.
"მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ ფეიქს აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცეებზე ახლოს ვილაპარკოთ ოდნავ მაინც, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ახლოს ვილაპარკოთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ. რაც შეეხება იმას, რომ ატეხეს ამბავი, ფეისბუქში შევიხედე და უკვე მივხვდი საითაც მიჰყავთ, მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, პირველივე წამებზე, როცა ვნახე რამდენიმე წუთის წინ ეს კადრები, ყველას ველაპარაკე ვისთანაც კი შემძლებოდა ლაპარაკი, ეს არ არის არცერთი პოლიციელი, ეს არ არის სპეცსამსახურის, სპეცრაზმის ან ვინმეს წარმომადგენელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის და მიმართა შესაბამის ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ყველაფერი.
"მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ეხლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ. ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ეხლა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით გონია, რომ რაღაცა ვითომ ან ოცნებისკენ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შედეგს გეტყვით ეხლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ ძალადობა - ძალადობა, ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიციირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.
ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს. მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაცა ისეთის გაკეთებულია რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს", - განაცხადა მდინარაძემ.