26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მამუკა მდინარაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, ვიღაცას ჰგონია, ამით "ოცნების" ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, რომელიც "ნაცების" და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

"ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი პროცენტიც კი რომ იყოს ალბათობა, ამ საქციელით ვინმეს ჰგონია "ქართული ოცნების" ან ხელისუფლების" მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა, არის მავნებელი და ამ ძალადობით რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

"ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან "ოცნებისკენ" ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით - მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი - მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები